6 წელი 20 ივნისის სისხლიანი ღამიდან და და ამ დრომდე პასუხგაუცემელი კითხვები
6 წელი 20 ივნისიდან და ამ დრომდე პასუხგაუცემელი კითხვები - "ქართულმა ოცნებამ" წლების შემდეგ დაიწყო გავრილოვის სისხლიანი ღამის საქმის გამოძიება, თუმცა ოპოზიციის შეფასებით, ეს მხოლოდ გიორგი გახარიაზე პოლიტიკურ შურისძიებას ემსახურება.
რაც შეეხება გავრილოვის ჩამოსვლას საქართველოში, ოპოზიცის თქმით, 6 წლის ეს ქმედება, რუსეთის მხრიდან ექსპერიმენტი იყო, რამდენად დაუხრიდა თავს ოკუპანტ ქვეყანას ქართული საზოგადოება.
20 ივნისი ის თარიღია, როცა რუსულმა რეჟიმმა ევროკავშირის გზაზე შემდგარ საქართველოს კბილი მოუსინჯა, გადაწყვიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა, რომ ანწუხელიძის მკვლელი ოკუპანტი რუსეთისთვის მთელ ქართულ საზოგადოებას თავი დაეხარა. 6 წლის თავზეც იგივე ბრძოლაში ვართ, იგივე მიზნებისთვის ვიბრძვით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა", - ამბობს "ძლიერი საქართველოს" წევრი დეა მეტრეველი.
20 ივნისის მოვლენებიდან ექვსი წელი გავიდა, თუმცა დაზარალებული დათვალებდათხრილი აქტივისტებისთვის არაფერი შეცვლილა. სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი პირები, ისინი ვინც მშვიდობიან მომიტინგეებს დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს, ამ დრომდე თავისუფლებაზე არიან. ანტისაოკუპაციო აქციის სასტიკი მეთოდებით დარბევის გამო, ორმაა ადამიანმაა თვალი დაკარგა, ზოგმა მხედველობა, სხეულის სხვადასხვბა სახის დაზიანება ჯამში 240-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.