ეპისკოპოსის სავარაუდო ლიკვიდაციის მცდელობა - საპატრიარქო ამ დრომდე დუმს
როგორია სინოდის წევრების პოზიცია მარნეულისა და ჰუჯაფის ეპისკოპოსის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ უცნობია. ამ დრომდე საპატრიარქოს სახელით ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.
მეუფე გიორგი ჯამდელიანი პროკურატურასთან თანამშორმლობას არ აპირებს. ის გუშინ საპატრიარქოში იმყოფებოდა და სავარაუდოდ, პირადად უამბო მღვდელ მთავრებს, როგორ იგეგმებოდა მისი მოწამვლა.
"ყველაფერი კარგად იქნება, "- ეს არის ერთადერთი, რაც დიდი შეკრების შემდეგ საპატრიარქოდან გამოსული სასულიერო პირებისგან ჟურნალისტებმა მოისმინეს.