ახალი ბრალი ნიკა მელიას - რუსთავის ციხეში გამომძიებლები შედიან
ახალი ბრალი ნიკა მელიას - ცოტა ხანში, მოსამართლე შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ოპოზიციონერ ლიდერს ბრალს წარუდგენენ.
რუსთავის ციხეში გამომძიებლები ამ წუთებში შედიან.
ნიკა მელიას სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან. ადვოკატი ვარაუდობს, რომ საუბარი იქნება 366-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გუშინ საღამოს განხორციელდა ზარი, ვაკე-საბურთალოს პოლიციის გამომძიებელი დამიკავშირდა და რაც დღესდღეობით ჩვენთვისაა ცნობილი, მოსამართლის შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, აპირებენ ნიკასთან საგამოძიებო-საპროცესო მოქმედების ჩატარებას. არ დაუზუსტებიათ, ბრალდების თემა, თუმცა, დიდი ალბათობით, დღეს მოხდება, ბრალდების წარდგენა, კონკრეტული მუხლით, სავარაუდოდ, იქნება 366-ე მუხლთან დაკავშირებით საუბარი, რომელიც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მთავარი, რაც მინდა აღვნიშნო, ნიკა უკანონო გატაცებასთან დაკავშირებით, არც გამოძიება დაწყებულა, არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, არავითარი რეაგირება არ მომხდარა, ყველა უწყებაში გვაქვს განცხადება შეტანილი და ადვოკატებს არ გადმოგვცემია არავითარი დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით, თუმცაღა, როდესაც გადაწყვიტეს, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ნიკასთვის დამატებიტი ბრალდება წარედგინათ, ძალიან მყისიერად მოხდა მასთან მიმართებაში კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, ეს არის შერჩევითი სამართალი, პოლიტიკური დევნა, მეტი ამას არაფერი არ ჰქვია. უფრო მეტი დეტალი მეცოდინება მას შემდეგ, როდესც შევალთ და ჩატარდება შესაბამისი პროცედურები, -განაცხადა კონდახაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი 30 მაისს შეასხა. აღნიშნული მაშინ მოხდა, როცა ნიკა მელია მოსამართლეს მიმართავდა შემდეგი სიტყვებით, რომ „ის არის დავალების შემსრულებელი და რომ ის, როგორც მოსამართლე არ დაინტერესებულა თუ რატომ დააკავეს გუშინ ის უკანონოდ“.