დიმიტრი პესკოვი: აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია „პანდორას ყუთს“ გახსნის

20.06.25 14:35
დიმიტრი პესკოვი: აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია „პანდორას ყუთს“ გახსნის

ირანში რეჟიმის შეცვლა მიუღებელია და ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა „პანდორას ყუთს“ გახსნის, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა Sky News-ს განუცხადა.

მისი თქმით, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და სახიფათოა არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ გლობალურად.

კონფლიქტის მონაწილეთა შემადგენლობის გაფართოება პოტენციურად კიდევ უფრო საშიშია. ეს მხოლოდ დაპირისპირების კიდევ ერთ წრეს და რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს. [ირანში რეჟიმის შეცვლა] წარმოუდგენელია. ეს მიუღებელი უნდა იყოს, ამაზე საუბარიც კი ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს“, - აღნიშნა პესკოვმა.

კითხვაზე, როგორი იქნებოდა რუსეთის რეაქცია, თუ ისრაელი, აშშ-ს დახმარებით, ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის მოკლავდა, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამას "კატეგორიულად დაგმობს".

ძალიან ნეგატიური. ჩვენ ამას კატეგორიულად დავგმობთ. ეს გამოიწვევს ქმედებებს ირანის შიგნიდან, ასევე, ექსტრემისტული განწყობების გაჩენას ირანში და მათ, ვინც ხამენეის მკვლელობაზე საუბრობს, ეს უნდა გაითვალისწინონ". - თქვა პესკოვმა.

მსგავსი სიახლეები