კიდევ ერთი აქტივისტი ციხეში- დათაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა არ იციან, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება

20.06.25 15:14
კიდევ ერთი აქტივისტი ციხეში- დათაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა არ იციან, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება

კიდევ ერთი აქტივისტი ციხეში - ამ დროისთვის, დიღმის მთავარ სამმართველოში ნინო დათაშვილის შესახლების პროცედურა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ადვოკატს საშუალება მიეცემა მას შეხვდეს და გაესაუბროს, რათა შეიტყოს მეტი დეტალი მისი დაკავების შესახებ.

მისმა ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა არ იციან, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება-არსებობს 2 ვერსია: პირველი, რომ ის ქუჩაში დააკავეს პოლიციელებმა და მეორე-დაიბარეს ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში და იქ დაადეს ბორკილები.

როგორც დათაშვილის მეგობარი ამბობს, მანაც ზუსტად არ იცის, სად მოხდა აქტივისტის დაკავება, თუმცა ვარაუდობს, რომ ქუჩიდან აიყვანეს, რადგან სახლში რომ აეყვანათ, მისი თქმით, მეუღლეს ეცოდინებოდა.

დაახლოებით საათნახევრის წინ დამირეკა, ვაკე -საბურთალოს პოლიციიდან გამომძიებელმა, მითხრა, რომ დააკავეს ნინო დათაშვილი და უნდა მივსულიყავი, რომ წამომეღო მისი პირდაი ნივთები. მივედი პოლიციაში, წამოვიღე პირდაი ნივთები, დამაწერინეს ხელწერილი და გადმოვედი დიღომში, რადგან, როგორც გავიგეთ, გადმოყვანილია დიღმის იზოლარტორში, მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცი. სავარაუდოდ ქუჩაში აიყვანეს, რადგან სახლში რომ აეყვანათ, მისი მეუღლეც გაიგებდა. მე მგონი დაბარებული არ იყო, რადგან რომ დაებარებინათ ადვოკატს ეტყოდა, მან კი ჩემგან გაიგო, რომ დააკავეს, - ამბობს დათაშვილის მეგობარი.

შეგახსენებთ, რომ აქტივისტ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ შსს-მს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით არის დაწყებული, რაც საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს. 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები