მოსამართლე შოთა სირაძემ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს ქართველი და ფრანგი ექსპერტების დასკვნები, რითაც დასტურდება მზია ამაღლობელის ე.წ. სტიკერის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბება.
მოსმართლე შოთა სირაძემ ექსპერტიზის დასკვნები დასაშვებად ცნო, მაგრამ სხდომა მაინც ზეპირი მოსმენის გარეშე ჩაატარა.
მზია ამაღლობელის უფლებრივი დარღვევებზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სასამართლოსთვის მიმართვა დადგენილ ვადაში იგეგმება.
- „სტიკერის საქმეზე“ მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე ორჯერ გაასამართლეს - პირველად 2000 ლარით დააჯარიმეს, მეორედ კი 1000 ლარით.