სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ 9 ივნისს დათაშვილს მანდატურები თავად დაესხნენ თავს, ნინო კი თავს იცავდა
კიდევ ერთი აქტივისტი ციხეში - სამოქალაქო ატვისტები ამბობენ, რომ მოულოდნელი იყო დათაშვილის დაკავება მათთვის, რადგან მათი თქმით, პირდაპირი მოწმეები არიან იმის, როგორ ძალადობდა მანდატური ახალგაზრდა გოგონებზე.
მათივე თქმით, არსებობს ვიდეო ჩანაწერები და ფოტოები, საიდანაც ირკვევა, რომ მანდატურები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ათრიეს.
“ნორმალურ სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, პირიქით მანდატურებზე აღიძვრებოდა საქმე, რადგან თავად დაესხნენ თავს და ნინო თავს იცავდა“,- ამბობენ ისინი.
თვითონ მანდატურებმა ათრიეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, არსებოსბ ამის ვიდეოჩანაწერები და ფოტოები, როგორ ეტყობა დაზიანებები მათი მხრიდან მიყენებული, ნორმალურ სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, პირიქით მანდატურებზე აღიძვრებოდა საქმე, რადგან ისინი დაესხნენ თავს და ნინო თავს იცავდა მათგან. ეს არის მაგალითი, რომ ჩვენ, აქ მოსულ ადამიანებს გვითხრან, თქვენც თუ არ დაგვემორჩილებით და არ მოიქცევით ისე, როგორც რეჯიმს უნდა, თქვენც მოგიწევთ დათაშვილივით პასუხისგება, თუმცა, ჩვენ არ გვეშინია, -ამბობს გელა ხასაია.
დაუსჯელობის სინდრომმა გაზარდა ეს ძალადობები სასამართლოს შენობაში, არა მარტო ნინო დათაშვილზე, არამედ სხვა სამოქალაქო აქტივისტებზეც უძალადიათ და ჩვენ სარჩელიც გვაქვს, პირადად მე შევიტანე მანდატურების წინააღმდეგ, თუმცა, გამოძიება არ დაწყებულა და კიდევ ერთხელ ვხედავთ შერჩევით სამართალს. განსხვავება ის არის, რომ მიუხედავად იმ დაშინებისა და ძალადობისა, რასაც ის ადამიანები ახორციელებნ, ჩვენ არ ვჩერდებით, მაინც ამ შენობაში ვართ და ყოველთვსი ასე ვიქნებით. ნინოს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ საზოგადოება კიდევ ერთხელ აღიქვამს, თუ როგორი მძიმეა, როცა შენზე ძალადობენ და თავსაც ვერ იცავ “, - ამბობს აქტივისტი.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ შსს-მს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით არის დაწყებული, რაც საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.