მოსამართლე ჩაგუნავამ ვახო სანაია ფბ-პოსტის გამო 4000 ლარით დააჯარიმა

20.06.25 15:39
მოსამართლე ჩაგუნავამ ვახო სანაია ფბ-პოსტის გამო 4000 ლარით დააჯარიმა

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია ფბ-პოსტის გამო 4000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე  კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა. 

  • ცნობისთვის, ჟურნალისტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე თეა წულუკიანის, ირაკლი ზარქუას და შალვა პაპუაშვილის საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

სანაია საკუთარ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. 

ისე დასრულდება ჩემი ცხოვრება, მაგ ჯარიმას არასდროს ვაღიარებ. ფეხებზე მკიდია - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელშ. 

მოგეხსენებათ, ვთქვი, რომ ჩემს სასამართლო სხდომაზე არ მივიდოდი. ცხადია, არც მივსულვარ. უბრალოდ, არ ვემორჩილები. მკიდია. 
ფეისბუქ-პოსტის გამო 4 ათასი ლარით დავუჯარიმებივარ. 
ისე დასრულდება ჩემი ცხოვრება, მაგ ჯარიმას არასდროს ვაღიარებ. ფეხებზე მკიდია. მილიონიც რომ მქონდეს, ჩემი ნებით ერთ თეთრსაც არასოდეს გადმოგირიცხავთ. თქვენ როგორ ამოიღებთ, თქვენი ნებაა. ასე რომ, შეგიძლიათ, მიაწეროთ რამდენი ნულიც გინდათ. ჩემი ანგარიშიც ფეხებზე მკიდია. რაც გინდათ, ის გიქნიათ. 
მოსამართლე კობა ჩაგუნავა, ყლეო შენა. ცხადია პაპუაშვილიც ყლეა 😂 
მიათვალეთ ეს ჯარიმაც 😂
და საერთოდ რა მოსატანია თქვენი ჯარიმები. 
თავისუფლება ნინო დათაშვილს", - წერს ვახო სანაია. 

მსგავსი სიახლეები