მოსამართლე შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, ნიკა მელიას პროცესი დღეს ჩაინიშნა
მოსამართლე შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, ნიკა მელიას პროცესი დღეს, 19:00 საათზე ჩაინიშნა.
წულუკიანის კომისაზე არ მისვლის გამო, ციხეში გაშვებულ პოლიტიკოსს ბრალი ცოტა ხნის წინ ციხეში წარუდგინეს.
პროკურატურის ინფორმაციით, მელიას ბრალად სასამართლოს უპატივცემულობა ედება, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატება.
ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი 30 მაისს შეასხა. აღნიშნული მაშინ მოხდა, როცა ნიკა მელია მოსამართლეს მიმართავდა შემდეგი სიტყვებით, რომ „ის არის დავალების შემსრულებელი და რომ ის, როგორც მოსამართლე არ დაინტერესებულა, თუ რატომ დააკავეს უკანონოდ“.