აქტივისტებმა პოლიციის შენობას, როგორც დანაშაულის ადგილს, ყვითელი ლენტები შემოავლეს (ვიდეო)

20.06.25 16:58
აქტივისტებმა პოლიციის შენობას, როგორც დანაშაულის ადგილს, ყვითელი ლენტები შემოავლეს (ვიდეო)

 

 

აქტივისტებმა პოლიციის შენობას, როგორც დანაშაულის ადგილს, ყვითელი ლენტები შემოავლეს - ვიდეოს ადგილიდან აქტივისტები ავრცელებენ.

ეს პოლიციის ის განყოფილებაა, საიდანაც დაკითხვაზე მიყვანილი ალან ყაყიტაშვილი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ორ დღეში გარდაიცვალა. 

ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" მოამზადა.

  • საუბარია გახმაურებულ საქმეზე, რომლის თანახმადაც, მერიის დასუფთავების სამსახური თანამშრომელი ალან ყაყიტაშვილი, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში დაკითხვიდან, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ალან ყაყუტაშვილთან ერთად დაკავებული ირაკლი ტატუნაშვილი ჰყვება, რომ ის პოლიციელებმა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით სასიკვდილოდ აწამეს. 

ცნობისთვის, თბილისის მერიის ორი თანამშრომელი - ალან ყაყიტაშივლი და ირაკლი ტატუნაშვილი, პოლიციამ გურამიშვილის გამზირზე, 6 ივნისს მერიის თანამშრომლების ქეიფის დროს მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავა.

თბილისის მერიის თანაშრომელი პროცესზე ამტკიცებდა, რომ პოლიციამ წამების ყველა მეთოდი მის წინააღმდეგაც გამოიყენა.  

მას შემდეგ, რაც ამბავი შაბათის ეთერის გამომძიებლებლმა ჟურნალისტებმა გაასაჯაროეს, ბრალდებულების გამოსაკითხად საპატიმროში კაციტაძის უწყების გამომძიებლები მივიდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი ბრალდებული გამოკითხეს და არ დაინტერესებულან დანარჩენი ორი ბრალდებულით. საუბარია სმო უსოაიანსა და დიმიტრი სადოევზე. აღნიშნული პირები საქმეზე ინფორმირებული პირები არიან. 

მსგავსი სიახლეები