სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული კაცი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

20.06.25 17:38
სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული კაცი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის კაცი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. როგორ იმართლა თავი ბაქარ ბარბაქაძემ, უცნობიაა, რადგან დღევანდელი სხდომა დაიხურა.  პროკურორის თქმით, სხდომის დახურვის მიზეზი საქმეში არსებული პირადი ცხოვრების დეტალები იყო, რომელზეც მან არც მედიასთან ისაუბრა. 

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს. 

სისხლიანი ანგარიშსწორება ხაშურში ორი დღის წინ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, სიძემ საკუთარი ცოლის უსინათლო მამას შვიდი ჭრილობა დანით მიაყენა, მათ შორის რამდენიმე სასიკვდილო აღმოჩნდა. 

მსგავსი სიახლეები