"გვახსოვს რა ჩაიდინეთ 20 ივნისს" - აქტივისტებმა პარლამენტის წინ შადრევანი სიმბოლურად წითლად შეღებეს (ვიდეო)
"გვახსოვს რა ჩაიდინეთ 20 ივნისს" - აქტივისტებმა პარლამენტის წინ შადრევანი სიმბოლურად წითლად შეღებეს.
ვიდეოს რუსთაველის გამზირიდან ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ავრცელებენ.
დღეს 20 ივნისის გავრილოვის ღამიდან 6 წელი გავიდა, თუმცა დაზარალებული და თვალებდათხრილი აქტივისტებისთვის არაფერი შეცვლილა. სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი პირები, ისინი ვინც მშვიდობიან მომიტინგეებს დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს, ამ დრომდე თავისუფლებაზე არიან. ანტისაოკუპაციო აქციის სასტიკი მეთოდებით დარბევის გამო, ორმაა ადამიანმა თვალი დაკარგა, ზოგმა მხედველობა, სხეულის სხვადასხვბა სახის დაზიანება ჯამში 240-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.