6 წელი 20 ივნისიდან -საია-ში ამბობენ, რომ ისინი დააკვირდებიან, როგორ წარმართავს “ოცნება“ გამოძიების პროცესს
რას ითხოვს სტრასბურგის სასამართლო საქართველოს ხელისუფლებისგან და რას აპირებს “ქართული ოცნება“ 20 ივნისის საქმეზე - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც საქართველოშიც და შემდეგ უკვე სტრასბურგშიც დაზარალებულებს იცავდა, განმარტავს, რომ სათანადო გამოძიება ნიშნავს იმას, რომ ყველა პირი უნდა იყოს გამოვლენილი და სათანადოდ დასჯილი, სახელმწიფოს მიერ.
მათი თქმით, სწორედ ეს მოლოდინი აქვს სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ, რაც განიხილეს და შეისწავლეს 20 ივნისის ღამეს მომხდარი.
საია-ში ამბობენ, რომ დააკვირდებიან, როგორ წარმართავს “ოცნება“ გამოძიების პროცესს. ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა, მათ პოლიტიკური მოტივები ჰქონდეთ.
დამდგარი შედეგია ის, რომ ამ ადამიანებმა მიიღეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, ზოგმა მძიმე, ზოგმა ნაკლებად, თუმცა ყველა შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს ვალდებულება აუნაზღაუროს მათ, დარღვევიდან გამომდინარე, კომპენსაცია. რაც შეეხება გამოძიების წარმართვას, ეს რა თქმა უნდა, ასევე თანმდევი ვალდებულებაა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მიუკერძოებელი, ობიექტური და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარება. შინაგან საქმეთა სამინისტრო და მათი წარმომადგენლები არასდროს ადასტურებენ, რომ მათ რაიმე გადაცდომები ჰქონდათ, ან მათმა კოლეგებმა დაარღვიეს მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებები. ამ კონტექსტში, უცნაურია, ახლა ამ პოზიციის მოსმენა, - ამბობს საიას წარმომადგენელი.
20 ივნისის მოვლენებიდან ექვსი წელი გავიდა, თუმცა დაზარალებული დათვალებდათხრილი აქტივისტებისთვის არაფერი შეცვლილა. სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი პირები, ისინი ვინც მშვიდობიან მომიტინგეებს დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს, ამ დრომდე თავისუფლებაზე არიან.
ანტისაოკუპაციო აქციის სასტიკი მეთოდებით დარბევის გამო, ორმაა ადამიანმა თვალი დაკარგა, ზოგმა მხედველობა, სხეულის სხვადასხვბა სახის დაზიანება ჯამში 240-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. სამართალი ამ დრომდე ვერ იპოვა.