საბა სხვიტარიძის საქმე- რა თქვეს დღევანდელ პროცესზე მოწმეებმა

20.06.25 17:41
საბა სხვიტარიძის საქმე- რა თქვეს დღევანდელ პროცესზე მოწმეებმა

საბა სხვიტარიძის პროცესი დასრულდა, სადაც 2 მოწმე გამოიკითხა. ორივე მოწმემ იდენტური ჩვენება მისცა და დაადასტურა, რომ შეუძლებელი იყო იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც მერიოტთან იმყოფებოდნენ და მოქალაქეებს გაუჭირდათ ამოცნობა, ვინ იყვნენ ისინი.

ერთ-ერთი მოწმე ამბობდა, რომ მან პირადად ჰკითხა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირებს, იყვნენ თუ არა სამართალდამცველები, რაზედაც მათგან ირონიული პასუხი მიიღო.

საბა სხვიტარიძის საქმეზე დაცვის მხარეს 3 მოწმე დარჩა გამოსაკითხი. მომდევნო პროცესზე სამივე მათგანი გამოიკითხება და ამით დასრულდება მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი.

 

 

მსგავსი სიახლეები