დავით ქაცარავა 4 000 ლარით დააჯარიმეს

20.06.25 17:59
დავით ქაცარავა 4 000 ლარით დააჯარიმეს

დავით ქაცარავა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, 4000 ლარით დააჯარიმა და 3 წლის ვადით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა - გადაწყვეტილება მოსამართლე თეთრაულმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესს დავით ქაცარავა არ დასწრებია. ქაცარავა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სასამართლოში "ოცნების" წევრის მიმართ დაწერილი კრიტიკული სტატუსის გამო დაიბარეს.

ამ სარჩელებს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას 6 ივნისს გაკეთებული განცხადება, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“.

ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო ედავებიან 173-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები