ნიკა მელიას პროცესი დაიწყო - პოლიტიკოსი სხდომას არ ესწრება

20.06.25 19:27
ნიკა მელიას პროცესი დაიწყო - პოლიტიკოსი სხდომას არ ესწრება

მოსამართლე შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი დაიწყო - სხდომას არ ესწრება თავად ბრალდებული. 

პოლიტიკოსის საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს. 

დღეს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ხოლო დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

პროკურატურის ინფორმაციით, მელიას ბრალად სასამართლოს უპატივცემულობა ედება, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატება.

ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი 30 მაისს შეასხა. აღნიშნული მაშინ მოხდა, როცა ნიკა მელია მოსამართლეს მიმართავდა შემდეგი სიტყვებით, რომ „ის არის დავალების შემსრულებელი და რომ ის, როგორც მოსამართლე არ დაინტერესებულა, თუ რატომ დააკავეს უკანონოდ“.

მსგავსი სიახლეები