სინდისის პატიმრების საქმეები დასასრულს უახლოვდება - რა ხდებოდა პროცესებზე?

20.06.25 20:47
სინდისის პატიმრების საქმეები დასასრულს უახლოვდება - რა ხდებოდა პროცესებზე?

ნიკა კაციამ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს სხდომის დაწყებისთანავე შეახსენა, როგორ შეუზღუდა მას სიტყვით გამოსვლის უფლება. კაციასთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალგაზრდა პატიმრისთვის, მათე დევიძისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინა, თუმცა მოსამართლემ, დაპირების მიუხედავად, მიმართვის უფლება არ მისცა.

ჟურნალისტის საქმეზე დღეს ბიოლოგიური ექსპერტი დაიკითხა, რომელსაც არ ჰქონდა პასუხი კითხვაზე, როგორ მოხვდა ნარკოტიკულ საშუალებაზე ნიკა კაციას დნმ, შეიძლებოდა თუ არა სხვისი დატანილი ყოფილიყო?

აქციებზე დაკავებული პირების პროცესები დასასრულს უახლოვდება. ბოლო მოწმე დაიკითხა თედო აბრამოვის საქმეზეც. საუბარია გამომძიებელზე, რომელმაც აბრამოვის ჩხრეკის შემდეგ მისი დაკავების ბრძანება გასცა. თუმცა, სასამართლოზე მოსულმა მოწმემ ყველაფერი უარყო - როგორ აყენებდნენ აბრამოვს შეურაცხყოფას, როგორ ამცირებდნენ, როგორ გააქრეს მისი ნივთები და როგორ შეამოწმეს მისი ტელეფონი პაროლის გამორთმევის შემდეგ.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები