"გვახსოვს რა ჩაიდინეთ 20 ივნისს" - პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან
პარლამენტის წინ შადრევანი გათიშეს. მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა 20 ივნისის სისხლიანი ღამის გასახსენებლად შადრევანში წითელი საღებავი ჩაასხეს, მერია იძულებული გახდა, ის გაეთიშა.
რუსთაველზე ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან. დედაქალაქის მთავარი გამზირი უკვე გადაიკეტა.
აქციის მონაწილეები გავრილოვის ღამეს იხსენებენ, როცა "ქართულმა ოცნებამ" მომიტინგეები სასტიკი მეთოდებით დაარბია. მოქალაქეები პარლამენტთან 20 ივნისის ღამის სიმბოლიკით არიან წარმოადგენილები. საუბარია წითელ თვალსახვევზე.
შეკრებილები ამბობენ, რომ რაც არ უნდა გააკეთოს "ოცნებამ", როგორც არ უნდა დაუპირისპირდეს საკუთარ მოქალაქეებს, ისინი არ გაჩერდებიან. მათი თქმით, სწორედ 20 ივნისს, როდესაც მომიტინგეებს თვალები დათხარეს, ყველაზე მეტად აეხილა ერს თვალი.
20 ივნისი, თავის დროზე, სხვდასხგვარად იყო შეფასებული. ჩვენი აზრია, რომ ეს დღე იყო ერის გამოღვიძების დღე. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ადამიანს დათხარეს თვალები, ამ დღეს აეხილა ერს ყველაზე მეტად თვალი და ამ დღის შემდეგ გახდა უკვე ცნობილი, რომ საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან. ჩვენ უნდა შევახსენოთ რუსულ ოცნებას, რომ გავრილოვები ადგილი აქ არ არის და ყველა გავრილოვს, ვინც დღემდე დარჩა ამ პარლამენტში, აუცილებლად გავაყოლებთ რუსულ გემს, - ამბობს აქციის მოაწილე.
დღეს 20 ივნისის გავრილოვის ღამიდან 6 წელი გავიდა, თუმცა დაზარალებული და თვალებდათხრილი აქტივისტებისთვის არაფერი შეცვლილა. სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი პირები, ისინი ვინც მშვიდობიან მომიტინგეებს დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს, ამ დრომდე თავისუფლებაზე არიან. ანტისაოკუპაციო აქციის სასტიკი მეთოდებით დარბევის გამო, ორმაა ადამიანმა თვალი დაკარგა, ზოგმა მხედველობა, სხეულის სხვადასხვბა სახის დაზიანება ჯამში 240-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.