ფაქტობრივად, გავრილოვის ღამიდან დაიწყო მასშტაბურ დონეზე რუსული მართვის მოდელის საქართველოში მანიფესტირება - ხვადაგიანი
ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ფიქრობს, რომ 2019 წლის 20 ივნისი ქართული საზოგადოებისთვის ერთგვარი ტესტი იყო, რომლითაც "ქართული ოცნება" ხალხს ამოწმებდა, იყვნენ თუ არა ისინი მზად "რუსული გავლენის სფეროს ელემენტად ყოფნისთვის".
ირაკლი ხვადაგიანი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდმა, "ფაქტობრივად, გავრილოვის ღამიდან დაიწყო მასშტაბურ დონეზე, ღიად და ცხადად რუსული დღის წესრიგის და მართვის მოდელის საქართველოში მანიფესტირება".
ფაქტობრივად, 2019 წლის 20 ივნისის, გავრილოვის ღამიდან დაიწყო მასშტაბურ დონეზე, ღიად და ცხადად რუსული დღის წესრიგის და მართვის მოდელის საქართველოში მანიფესტირება. ეს იყო ერთგვარი სიმბოლური აქტიც, როდესაც რუსი კომუნისტი "მართლმადიდებელი" დავინახეთ პარლამენტის სავარძელში. ერთგვარი ტესტიც იყო საქართველოს საზოგადოების, რომ ის არის უკვე საკმარისად გაბრუებული, მორჩილი, დამყოლი, რომ მიიღოს რუსული გავლენის სფეროს ელემენტად ყოფნა თუ არა. როგორც ჩანს, რეჟიმი მაშინ დარწმუნებული იყო, რომ ამის ძალა შესწევდა და დაეჯახა საზოგადოების მკვეთ რეაქციას და დღემდე ეს პროცესი გრძელდება". - განაცხადა ირაკლი ხვადაგიანმა.
შეგახსენებთ, გავრილოვის ღამიდან 6 წელი გავიდა, თუმცა დაზარალებული და თვალებდათხრილი აქტივისტებისთვის არაფერი შეცვლილა. სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი პირები, ისინი ვინც მშვიდობიან მომიტინგეებს დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს, ამ დრომდე თავისუფლებაზე არიან. ანტისაოკუპაციო აქციის სასტიკი მეთოდებით დარბევის გამო, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, ზოგმა მხედველობა. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება ჯამში 240-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.