"აღკვეთი ღონისძიების სახით მოვითხოვთ გირაოს" - საქალაქოში პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე პროცესი იწყება

21.06.25 16:07
"აღკვეთი ღონისძიების სახით მოვითხოვთ გირაოს" - საქალაქოში პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე პროცესი იწყება

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე, ტაილანდის და ჩინეთის მოქალაქეების სასამართლო პროცესი იწყება - სხდომათა დარბაზში ბრალდებულები უკვე მიიყვანეს. საქმეს მოსამართლე ნატო ხუჯაძე განიხილავს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. დაცვის მხარე გირაოს მოთხოვნასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს.  

ყველა მათგანი იყენებს დუმილის უფლებას. აღკვეთი ღონისძიების სახით მოვითხოვთ გირაოს. ედავებიან პროსტიტუციის ხელშეწყობას და ფართის გადაცემას. ედავებიან, რომ ამ ფართში ხორციელდება ე.წ. მეძავების და კლიენტების შეხვედრა. ეს ორგანიზება ხდებოდა მათ მიერ და შემდგომ ადმინისტრატორების მიერ ხდებოდა თანხის, ანაზღაურების მიღება". - განაცხადა ადვოკატმა. 

ცნობისთვის, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის და ჩინეთის მოქალაქეებს პროსტიტუციის შესანიღბად თბილისში გახსნილი ჰქონდათ ტაილანდური მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდნენ. ბრალდებულების მიერ გადაცემულ ოთახებში პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურეობას უწევენ კლიენტებს. თანხის ნაწილს კი დაწესებულების ადმინისტრატორი იღებდა, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავალის ერთადეთ წყაროს წარმოადგენდა.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები