პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

21.06.25 17:49
პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე, ტაილანდის და ჩინეთის მოქალაქეებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 

გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, 20 ივნისს პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის და ჩინეთის მოქალაქეებს პროსტიტუციის შესანიღბად თბილისში გახსნილი ჰქონდათ ტაილანდური მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდნენ.

ბრალდებულების მიერ გადაცემულ ოთახებში პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურეობას უწევენ კლიენტებს. თანხის ნაწილს კი დაწესებულების ადმინისტრატორი იღებდა, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავალის ერთადეთ წყაროს წარმოადგენდა.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები