გამიტაცეს, იარაღი ჩამიდეს! - პატიმარი პოლიციას რეპრესიებში ამხელს

21.06.25 21:30
გამიტაცეს, იარაღი ჩამიდეს! - პატიმარი პოლიციას რეპრესიებში ამხელს

პატიმარი გიორგი ფიცხელაური ამტკიცებს, რომ საპყრობილეში 9 წლიანი მუხლით, ივანიშვილის ხელისუფლებამ მხოლოდ იმის გამო გამოკეტა,  რომ საპარალემნტო არჩევნების დროს, თელავში "ქართულ ოცნებას" ხმების მობილიზებაში არ დაეხმარა.

30 წლის კაცის თქმით, ციხეში ყოფნა იმ ცეცხლსასროლი იარაღის  ტარების გამო ემუქრება, რომელიც არასდროს უნახავს და არც შეხება არ ჰქონია.

გლდანის ციხის პატიმარიც და მისი ოჯახიც  ირწმუნება,  რომ მას გადაკეთებული უნომრო ე.წ. „დრაბავიკი“  კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაუდეს და პოლიტიკური  შურისძიების მოტივით გაუშვეს.

ყველაფერი თელავში, 10 მაისს, საღამოს, 18:00 საათზე დაიწყო. პატიმრის ახლობლების მტკიცებით, იმ დღეს, გიორგი ფიცხელაური სოფელ კურდღელაურში სახლში იმყოფებოდა და 8 წლის შვილთან ერთად, მეგობართან, ლუდის დასალევად წასვლას აპირებდა.

 “შაბათის ეთერის" ხელში ყვარელის პოლიციის დეტექტივების განყოფილების უფროსის, ივანე წიწრიაშვილის პატაკი აღმოჩნდა: პოლიციელი მის უფროსს ატყობინებს, რომ თითქოს ყვარელში, მის სამუშაო კაბინეტში,  ოპერატიული ინფორმაცია მოიპოვა, რომ ფიცხელაური თელავში, ანუ სხვა რაიონში ერთ ერთ დაუსახლებელ ტერიტორიაზე, სადაც არც სათვალთვალო  კამერებია და არც მოსახლეობა არ ცხოვრობს, ცეცხლსასროლი იარაღით სეირნობდა. ბრალფდებულის ახლობლები ამბობენ, რომ ოპერატიული პატაკი გაყალბებულია. 

ადვოკატი ამბობს, რომ ფიცხეკლაურს პირის ღრუდან ძალის გამოყენებით აუღეს მისი ნერწყვის ნიმუშიც, რომელიც საბოლოოდ, იმ იარაღზე აღმოჩნდა, რომელიც გამოძიების მტკიცებით ფიცხელაურს აყვანისას თან ჰქონდა. 

ოცნების შურისძიება? - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები