რომეო მიქაუტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს - რას ამბობს ადვოკატი
ეკონიმიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ადვოკატი გეგმავს, პროცესზე დააყენოს შუამგდომლობა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვოს.
ბექა ნემსიწვერიძე ამტკიცებს, რომ მიქაუტაძის წინააღმდეგ არსებული ბრალი აბსურდულია, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანამდეობაზე ყოფნამდეც, ბიზნეს საქმიანობაში იყო ჩართული.
ამასთან, ინტერესების დამცველი ამბობს, რომ რმეო მიქაუტაძის დაკავებულის სტატუსით ყოფნა არასწორია, რადგან მის წინააღმდეგ რამდენიმე ბიზნესმენის საეჭვო ჩვენება დევს.
პროკურატურის პოზიციით ასე გამოდის, რომ მანამდე ამ ადამიანს საერთოდ არ უცხოვრია, საერთოდ არ გაუხაორციელებია არანაირი საქმიანობა, საერთოდ თითქოს არ ჰქონდა არანაირი შემოსავლები, რაც არის სიცრუე. ეს ადამიანი ახალგაზრდობიდან არის ჩართული ბიზნესსაქმიანობაში. პროკურატურა არ დაინტერესდა მისი პოზიციით. ჩვენ ვთვლით, რომ არ დაინტერესდა იმიტომ, რომ ისინი შიშობდნენ, რომ ჩამონგრეოდა ეს უსაფუძვლო ბრალდება იმ დოკუმენტებით და იმ მტკიცებულებებით, რომელიც შეეძლო, წარედგინა ბატონ რომეოს. აქედან გამომდინარე,მათ გადაწყვიტეს, რამდენიმე საეჭვო ჩვეების საფუძველზე წაეყენებინათ ეჭვი, აქ არის რამდენიმე ბიზნესმენზე საუბარი. შესაბამისად, რომეო მიქაუტაძის დაკავების სტატუსით ყოფნა დღესდღეობით არის უკანონო, - განაცხადა ადვოკატმა.
ჯერჯერობით უცნობია, დაინტერესდება თუ არა საგამოძიებო უწყება რომეო მიქაუტაძის ხელმძღვანელი პირებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.