უხარისხო წყალი ოზურგეთის საბავშო ბაღებში - "პირველებმა" აუდიტის გამოუქვეყნებელი დასკვნა მოიპოვა

22.06.25 12:06
უხარისხო წყალი ოზურგეთის საბავშო ბაღებში - "პირველებმა" აუდიტის გამოუქვეყნებელი დასკვნა მოიპოვა

არადამაკმაყოფილებელი წყალი ბაღებში და სრულად მოშლილი კონტროლის მექნიზმები - "პირველების" ხელშია აუდიტის სკანდალური დასკვნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტზე, რომელიც 2022 და 24 წლის მუშაობას ასახავს.

ირკვევა, რომ საბავშო ბაღებში ჩატარებული 160 კვლევიდან 103 შემთხვევაში წყლის ხარისხთან დაკავშირებით ნორმიდან გადახრა გამოვლინდა. დოკუმენტიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ მოსახლეობასაც სასმელ წყალს არალიცენზირებული იურიდიული პირი აწვდიდა. 

ვინაა პასუხისმგებელი იმაზე, რაც ოზურგეთში, მინიმუმ, ორი წლის განმავლობაში ხდებოდა - ადგილობრივი ხელისუფლება დუმს, არადა ხმაურიანი აუდიტის დასკვნა 2025 წლის 18 თებერვლით თარიღდება, თუმცა დღემდე არ გამოქვეყნებულა.

"პირველები" კითხვებზე პასუხების მისაღებად საბავშვო ბაღების გაერთიანებასა და წყალმომარაგების კომპანიაში მივიდა, თუმცა შეკითხვებზე პასუხების ნაცვლად, აგრესია მიიღო.

"პირველები" პასუხების მიღება "ოცნების" წევრებისგანაც შეეცადა, თუმცა ადმინისტრაციულ შენობებში მედია არ შეუშვეს. ამის შემდეგ უკვე "პირველების" ჟურნალისტი გურიის გუბერნატორს დაუკავშირდა. აუდისიტის დაკსვნის მიუხედავად, გიორგი ღურჯუმელიძე ამტკიცებდა, რომ ტვ პირველი სიცრუეს ავრცელებს. 

 

 

მსგავსი სიახლეები