ეს არის სრული აბსურდი ივანიშვილის პროკურატურის პირობებშიც კი - საძაგლიშვილი

03.10.21 17:15
ეს არის სრული აბსურდი ივანიშვილის პროკურატურის  პირობებშიც კი - საძაგლიშვილი

სააკაშვილისთვის ბინის დათმობის გამო დაკავებული ელგუჯა ცომაიას ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებულს პროკურატურა აბსურდული მუხლით ედავება, რადგან კანონმდებლობაში დამნაშავის დაფარვის მუხლი არ არის განსაზღვრული. 

დამნაშავის დაფარვა ესეთი მუხლი არ არსებობს, არსებობს დანაშაულის დაფარვა. ამ კაცს რეალურად გამოდის, რომ ედავებიან იმ საქმეებზე რაზეც ჩინჩალაძის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები არსბეობს, იმ დანაშაულებზე რატომ მოახდინე იმ დანაშაულების დაფარვა, ეს არის სრული აბსურდი ივანიშვილის პროკურატურის და  სასამართლოს პირობებშიც კი. სასაცილოა შალვა პაპუაშვილი რომ საუბრობს იმაზე რომ ვინმეს გადასცემს ან გადასცემს, შალვა პაპუაშვილის განცხადება სააკაშვილის გადაცემა არ გადაცემაზე", - თქვა დიტო საძაგლიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ცომაიას პროკურატურა დანაშაულის დაფარვას ედავება. მას ბრალდებაი დღეს მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები