აქციები ძირითადად უნდა გავმართოთ ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებლებთან და რუსული ოცნების ოფისებთან - ზურაბ ცეცხლაძე

სინდისის პატიმრის ზვიად ცეცხლაძის მამა ქვეყანაში 200 დღიან პროტესტს აფასებს. ზურაბ ცეცხლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყნის პირველი მტერი ბიძინა ივანიშვილია და საზოგადოებამ ისრებიც სწორედ მისკენ უნდა მიმართოს. მისი თქმით, ვინც ქვეყანა ამ კრიზისამდე მიიყვანა, ყველაზე ნაკლებად ხდება საპროტესტო ელექტორატის მხრიდან თავდასხმის ობიექტი, რაც არასწორია.
აქციები ძირითადად უნდა გავმართოთ ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებლებთან და რუსული ოცნების ოფისებთან - აღნიშნავს ზურაბ ცეცხლაძე.
ზვიადის დაკავებისა და დაპატიმრების შემდეგ 2024 წლის 6 დეკემბრიდან აქტიურად ვართ ჩართული საპროტესტო მოძრაობაში, რამოდენიმე დღის გამოკლებით, 200 დღეზე მეტია მეუღლესთან ერთად ვდგავართ ყველა აქციაზე, ვისი დაანონსებულიც არ უნდა იყოს ის, ყველგან მოწინავე რიგებში ვდგავართ და თავს არ ვზოგავთ, რამეთუ მიზანი ჩვენი არის დიადი, სამშობლოს ევროპული მომავალი და სინდისის პატიმრების ციხეებიდან დახსნა.
ამ ბრძოლაში ყველას თავის ხედვა აქვს და ყველას თავისი ხედვა სწორი ჰგონია, შესაბამისად, დიდი ერთობის ორგანიზება დღემდე ვერ მოხერხდა, ამას სხვა ხელისშემშლელი პირობებიც აქვს, თუმცა ამას დღეს არ განვიხილავ, სხვა დროს იყო. დღეს მინდა ერთ უცნაურობაზე გითხრათ, რაც ამ 200 -ზე მეტი დღის განმავლობაში დავინახე.
შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ, ჩვენი ქვეყანა ვინც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა (ბიძინა ივანიშვილი), ყველაზე ნაკლებად ხდება საპროტესტო ელექტორატის მხრიდან თავდასხმის ობიექტი, ყველაზე აქტიური და რადიკალი აქტივისტიც კი ერიდება ბიძინა ივანიშვილის გალანძღვას, მისი მისამართით დედის გინებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, მაშინ, როცა იგივე ადამიანები საჯარო სივრცეში დედის გინებით მოიხსენიებენ ნებისმიერ ოპოზიციონერს და ოპიზიციური პარტიის ლიდერს. ფაქტობრივად, ბიძინაზე შეგინება ტაბუ დადებული თემაა, ვერავინ ბედავს, ვინაიდან იციან, რომ ყველას დაიმახსოვრებს მახრჩობელა და სამაგიეროს გადაუხდის როცა ამისთვის შესაბამის დროს ნახავს. უფრო მეტსაც გეტყვით, როცა ბიძინას ტყუილებისა და მავნებლური განცხადებების ვიდეობს ვაზიარებ, მოწონებების (ლაიქების) რაოდენობა 20-ს ძლივს აღწევს, ამ დროს ნებისმიერი ოპოზიციის ლიდერის შეგინება ასობით მოწონებას იმსახურებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა, ჩემი მოსაზრება მოგახსენოთ: ამ ქვეყნის ნომერ პირველი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი, ის არი რუსი ოლიგარქი და მთავარი კოლაბორანტი, შესაბამისად, მთავარი მტრის მიმართ უნდა მივმართოთ ისრები, ყველას თავი უნდა დავანებოთ და ბიძინა ივანიშვილს და რუსული ოცნების დამპალ რეჟიმს (პარტია ქარულ ოცნებას) უნდა ვებრძოლოთ, ყველა დანარჩენი ჩინოვნიკები არიან იაფფასიანი პაიკები და მათზე დროის და რესურსის ხარჯვა არასწორია. ამიტომ აქციები ძირითადად უნდა გავმართოთ ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებლებთან (რათქმაუნდა უნდა შევინარჩუნოთ რუსთაველი) და რუსული ოცნების ოფისებთან.
ამავდროულად, უნდა გითხრათ რომ, რაც არ უნდა არასწორად მოგვეჩვენოს ოპიზიციური პარტიების თუ პროტესტში მონაწილე ადამიანების საქციელი ან ქმედება, საჯაროდ თავს არ უნდა დავესხათ, ფიზიკურ პირებთან პირადში მიწერით გავარკვიოთ და პარტიებთან, მათ ოფისებში, რომ არ დავასხათ ქოცების წისქვილზე წყალი.
ყველა ვინც შიდა უთანხმოებას გარეთ გამოიტანს, ან მოგზავნილი მგონია, ან გულუბრყვილო მიამიტი (უნებლიე მავნებელი). ორივე შემთხვევაში ასეთი ადამიანებისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ, თუ ამ ომში გამარჯვება გვინდა.
მშვიდობიან ღამეს გისურვებთ სრულიად საქართველოს.
ძირს რუსული ოცნების დამპალი რეჟიმი!!!
ძირს ბიძინა ივანიშვილი!!!, - წერს ზურაბ ცეცხლაძე.