შს მინისტრის მამის სკანდალი - იურისტები "ოცნების" ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ

შაბათის ეთერის ხმაურიანი გამოძიების შემდეგ, რომელიც შს მინისტრის მამის მიერ 18 წლის ბიჭის დაჭრას ეხება, იურისტები ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. უფლებადამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ თუ საქმე "თავისიანის" მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულს ეხება, სისტემა მას ათავისუფლებს, ხოლო ადამიანებს, რომლებიც აქციაზე დააკავეს, არცერთ შემთხვევაში არ ინდობს.
აქციაზე დაკავებული ორი ადამიანი, რომლებსაც სასამართლომ მიუსაჯა რამდენიმე წლიანი პატიმრობა, მათ გაანადგურეს სხვისი ნივთი და აღიარებდნენ, ანაზღაურება ხდებოდა ამ კამერის, მაგრამ ეს ადამიანები დღეს დაიჭირეს. სასამართლომ მათ მიუსაჯა რამდენიმე წლიანი პატიმრობა. ორმაგი სტანდარტი ყველაფერში ჩანს: თუ თავისიანი, სისტემის საქმეს აკეთებს, მათ ათავისუფლებენ, საპროცესო გარიგებაა ისეთი, რომ რავიცი, არ ხდება ხოლმე ზოგადად პრაქტიკაში ასეთი. მაგრამ, თუ თავისუფალი ადამიანია და იბრძვის საქართველოსთვის, მათ იჭერენ, უკერავენ საქმეებს, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
ადვოკატ იზა ბახტურიძეს, მაგალითისთვის, ნინო დათაშვილის შემთხვევა მოჰყავს და ამბობს, რომ მისი დაკავების აუცილებლობა არ არსებობდა. იურისტის თქმით, გარდა იმისა, რომ ბრალი თავისთავად აბსურდულია, არც მიმალვის საფრთხე არსებობდა.
ნინო დათაშვილის დაკავებას, ერთია, რომ არ ჰქონდა არავითარი სამართლებრივი საფუძველი, და მეორე ის, რომ პროკურატურის მოთხოვნას იმ არგუმენტებით, რომ არსებობდა მიმალვის საფრთხე ან ა. შ. , ამას არ ჰქონდა საფუძველი, იმიტომ, რომ შემთხვევა მოხდა 10 დღეზე მეტი ხნის წინ და ნინო დათაშვილი რჩებოდა ქალაქში, არსად მიმალულა. რა თქმა უნდა, ეს არის იმავე პროცესების გაგრძელება, რაც მიმდინარეობს დღეს ქვეყანაში. რეჟიმს სჭირდება ტყვეები, მათ შორის, ყველა იმ რგოლში, რომელიც აქტიურ წინააღმდეგობაში რჩება ქვეყანაში, - ამბობს იდა ბახტურიძე.
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის მამა, დავით გელაძე 2013 წელს 18 წლის ბიჭის დაჭრის ბრალდებით იყო დაკავებული.
შემთხვევა, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე 26 მაის მოხდა - გიგი სვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის იმ დროს მოქმედმა მაღალჩინოსანმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ მისი ოჯახის წევრს დადასტურებული ბრალის მიუხედავად, ციხეში არც ერთი დღე არ გაუტარებია. არადა 2013 წელს, ფაქტს თეა წულუკიანი "საზარელ დანაშაულს" უწოდებდა.