უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში არ უშვებენ - 40-მდე უკრაინელი სასაზღვრო სარდაფში გაუსაძლის პირობებში იმყოფება

22.06.25 16:18
უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში არ უშვებენ - 40-მდე უკრაინელი სასაზღვრო სარდაფში გაუსაძლის პირობებში იმყოფება

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის უფლებას არ აძლევენ. ცნობები ამის შესახებ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.

40-მდე უკრინელი ახლა სასაზღვრო სარდაფშია გამომწყვდეული. მათგან ერთ-ერთი ქალია. საუბარია ხალხზე, ვინც რუსებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტირიებიდან დაადეპორტეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისელი მოხალისეების" დირექტორი მარია ბელკინა ამბობს, რომ ამ ადამიანებს გაუსაძლის პირბებში ყოფნა უწევთ. მისი თქმით, იმის გამო, რომ აღნიშნული სარდაფი 15 კაცზეა გათვლილი, იქ მყოფ 40-მდე ადამიანს ძილი ცვლებში უწევთ. ბელკინა ამბობს, რომ რომ არა მოხალისეები, ამ ხალხს საჭმელი და სასმელი წყალიც არ ექნებოდათ. მისივე თქმით, გაურკვეველია, რამდენ ხანს მოუწევთ უკრაინელებს სასაზღვრო სარდაფში ყოფნა. 

სასაზღვრეო საგუშაგოსთან იმყოფება, 40 ადამიანი და მათი რიცხვი საათობრივად იზრდება. ახლა რაც ვიცით გზაშია კიდევ ,მინიმუმ, რვა ადამიანი. ეს ხალხი არის არადამიანურ პირობებში. ამ სარდაფში ადგილი გათვლილია მაქსიმუმ 15 ადამიანზე, მათ სძინავთ ორ სამ ცვალში. ყველაფერს ვაწვდით ჩვენ მოხალისეები. ჩვენთვის ბუნდოვანია მიზეზი რატომ არ უშვებენ მათ ქვეყანაში. ჩვენი ეჭვით ეს საქართველოს ახალ საემიგრაციო პოლიტიკას უკავშირდება. მესაზღრეები ამბობენ, მოქალაქემ, რომელიც ადრე პასპორტით საზღვარს კვეთდა, უნდა გაიროს პიროვნების დამოწმების პროცედურა, რაც შესაძლოა, გაგრძელდეს 2-3 თვე. ანუ ჩვენ არ ვიცით ამ ხალხს რამდენი ხანი მოუწევს ამ პირობებში ყოფნა. ფაქტია, მათი მდგომაროება ყოველ დღე უარესდება, - ამბობს ბელკინა. 

 

არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორის განმარტებით, საზღვარზე უკრაინელების სამი კატეგორიაა. ძირითადად, ისინი ოკუპირებული მელიტოპოლის და ხერსონიდან მცხოვრებლები არიან, რომლებმაც რუსული პასპორტების აღებაზე უარი თქვეს.

აქ იმყოფებიან სამი კატეგორიის ადამიანები. პირველი ეს ხალხი, რომელიც იმყოფებოდა პატიმრობაში უკრაინის ტერიტორიაზე, ძირითადად ხერსონში, ოკუპაციის შემდეგ კი ისინი იძულებით გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე. მეორე ეს არის, რიგითი მოქალაქეები, რომელებიც გამოიყვანეს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ძირითადად, ეს არის ხალხი მელიტოპოლიდან. და მესამე - ეს არიან უკრაინელები რომლებიც სხავდასხვა მიზეზით მოხვდნენ რუსულ ციხეში. უმეტესობა არის ხალხი ხერსონიდან და მელოტოპოლიდან, რომლებიც გამოძევეს იმის გამო, რომ არ აიღეს რუსული პასპორტი და არ დაემორჩინლნენ ოკუპანტებს. ნაწილს აქვს უკრაინული პასპორტი, ნაწილს აქვს ბიომეტრული პასპორტი, რომლის მფლობელსაც არ უნდა ჰქონდეს საზღვრის კვეთის პრობლემა, - ამბობს ბელკინა.  

მსგავსი სიახლეები