იდენტიფიცირებულია 78 წლის პენსიონერი, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, მიქაუტაძის საქმეში ფიგურირებს

22.06.25 17:16
იდენტიფიცირებულია 78 წლის პენსიონერი, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, მიქაუტაძის საქმეში ფიგურირებს

იდენტიფიცირებულია პენსიონერი, რომელიც რომეო მიქაუტაძის საქმეში ფიგურირებს. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, რომეო მიქაუტაძის მეუღლემ წეროვანში მდებარე საცხოვრებელი სახლი ფიქტიურად მეგობრის პენსიონერ დედაზე გადააფორმა, თითქოს ქონება გაყიდა, რეალურად, კი სახლი არ გაუსხვისებია და ამ გზით ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახმა გაურკვეველი წარმომავლობის ფულის გათეთრება სცადა.

78 წლის პენსიონერი მარიამ ქსოვრელი პროკურატურამ უკვე გამოჰკითხა. ინფორმაციას "პირველებს" მიქაუტაძის ადვოკატი უდასტურებს. ამასთან, ბექა ნემსიწვერიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე მოცულობითია, არ იცის, რას წერს ჩვენებაში 78 წლის ქალი. 

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ამ დრომდე არ გამოუკითხავთ რომეო მიქაუტაძის მეუღლე, ნინო მიქაუტაძე. სწორედ მისი საბანკო ანგარიშებიდან ირკვევა, რომ თანხის ბრუნვა მისი ანგარისების მეშვეობით ხდებოდა.

არც ნინო, არც ოჯახის სხვა წევრები, რომლებიც რაღაც ქონებებს ფლობენ, არავინ არის გამოკითხული. მარიამ ქსოვრელი, როგორც ვიცი, არის გამოკიტხული, უბრალოდ, ჯერ არ გავცნობილვარ მის ჩენებას. არ ვიცი რას წერს. შემიძლია დაგიდასტუროთ მხოლოდ, რომ ნინო მიქაუტაძე არ გამოკითხულა. ჩვენც გვაქვს იგივე შეკითხვა, რამდენად შეუძლიათ დაადასტურონ ამ ქონების კანონიერ წარომავლობა და მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არ აწყობთ, - ამბობს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

ეკონიმიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელებს. ადვოკატი გეგმავს, პროცესზე დააყენოს შუამგდომლობა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვოს. 

მსგავსი სიახლეები