"პროტესტი უნდა გაერთიანდეს" - მზია ამაღლობელის მხარდამჭერები სოფელ ბალდაში ადლობრივებს შეხვდნენ

მოძრაობა "მზიას თავისუფლებისთვის" წევრები სამეგრელოში, სოფელ ბალდაში იმყოფებიან, რომელიც უკვე თვეებია პროტესტის ეპიცენტრია. ადგილობრივები უკვე 600 დღეა ბალდის კანიონის კერძო მესაკუთრის მფლობელობაში გადაცემას აპროტესტებენ.
დაჭერილი ჟურნალისტის კოლეგები და მხარდაჭერები ადგილობრივებს იმ ბრალზე უყვებიან, რომლითაც "ქართულმა ოცნებამ" კრიტიკული მედიის წარმომადგენელი გაანეიტრალა. დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დაკავებულ ჟურნალისტს სასამართლომ მალე განაჩენი უნდა გამოუტანოს.
ბალდაში ჩასულები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ყველა პროტესტის გაერთიანება და ამ გზით უსამართობის და ჩაგრვის ამოძირკვა.
გაიზარდა ის სივრცე საქართველოში, სადაც უსამართლობა ბატონობს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა თემის გამო აპროტესტებს, უნდა მოხდეს ამ პროტესტის სინერგია. უნდა გაერთიანდეს ეს პროტესტი, იმიტომ, რომ ადამიანებმა ერთმანეთის განწყობები უნდა გაიგონ, პირველ რიგში, და უდა შეუერთდნენ ერთმანეთის პროტესტს და უნდა თქვან, რომ ის, რაც იწვევს ამ პროტესტს, ის, რაც იწვევს ჩაგვრას და უსამართლობას, უნდა ამოიძირკვოს, - ამბობს ზვიად ქორიძე.
ადგილობრივების განწყობა მკაფიოა. ამბობენ, რომ მხარსს უჭერენ დაუსაბუთებელი ბრალით დაკავებულ ყველა ადამიანს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მედიაზე ზეწოლა მიუღებელია და მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ვებრძვით უსამართლობას ყველგან. როგორღაც ადამიანს ხომ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ რაღაც სამართალს მიაღწევს ამ ქვეყანაში. ეს ერთი და მეორე, რაღაც ღირებული ხომ უნდა დავტოვოთ ამ ქვეყანაში, ყველაფერი გაიჯარებული და გაყიდული ხომ არ უნდა იყოს? ხალხმა ხომ უნდა გაიგოს, რა ხდება. დიდი მნიშნელობა აქვს მედიას და მთავარია, როგორ სამართლიანად გააშუქებენ ამ ყველაფერს, - ამბობს ადგილობრივი.
მზია ამაღლობელის კოლეგები და მხარდამჭერები ბალდის შემდეგ ბათუმში გამგზავრებას გეგმავენ, სადაც დაკავებული ჟურნალისტის სასამართლო პროცესს დაესწრებიან.