ჯამდელიანს, სავარაუდოდ, არ აქვს მტკიცებულება და ამიტომ ამოეფარა საეპისკოპოსო ძალაუფლებას - დეკანოზ ილია ჭიღლაძე
დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფიქრობს, რომ მეუფე გიორგი ჯამდელიანს არ აქვს მტკიცებულება, რომელიც მისი ლიკვიდაციის მცდელობას დაადასტურებდა და პროკურატურასტან თანამშრომლობაც სწორდ ამ მოტივით არ სურს.
სასულიერო პირი არ გამორიცხავს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, შესაძლოა, თავად ჯამდელიანის დანაშაულიც კი გამოკვეთილიყო და სწორედ ეს გააცნობიერა ეპისკოპოსმა.
ჯამდელიანი ვერ ახერხებდა ამ ფაქტის დამტკიცებას, რადგან მას არ სურდა და დღემდე არ სურს პროკურატურასთან და სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა. მას გადამალული ჰყავდა მონაზონი თეკლაკუბლაშვილი - ერთადერთი მოწმე. ჯამდელიანის განცხადება, რომ ის არ თანამშრომლობს პროკურატურასთან, რადგან ის არის სასულიერო პირი და მის პრინციპებს ეწინააღმდეგება, ეს არის სიცრუე და ტყუილი. მას არ აქვს შესაბამისი მტკიცებულებები და შესაძლოა, ის აღმოჩნდეს დამნაშავეც გარკვეულ საკითხებში და ამიტომ მას ურჩევნია, ამოეფარის საეპისკოპოსო ძალაუფლებას, - ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
საქართველოს საპატრიარქომ შეაჩერა მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის განჩინება, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილისთვის ზიარების უფლების 20 წლით შეჩერების შესახებ.
განცხადება საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე საქართველოს საპატრიარქოს გაფართოებული სონოდალური
კომისიის დასკვნადღეს 21 ივნისს გამოქვეყნდა.
მიმდინარე წლის 8 ივნისს, მაღალმა იერარქმა ამბიონიდან თქვა, რომ ახლო წარსულში ხელისუფლების წარმომადგენელი მის მოწამვლას გეგმავდა და ამ მიზნით მონაზონიც ჰყავდა გადაბირებული, რომელსაც ეპარქიიდან ინფორმაციები გაჰქონდა. ამის მიუხედავად, მაღალმა იერარქმა თქვა, რომ პროკურატურასტან თანამშრომლობას არ გეგმავს.