რომეო მიქაუტაძის საქმეზე დამნაშავეთა წრე შესაძლოა, გაიზარდოს - ახალი ფიგურანტები და ახალი მტკიცებულებები

22.06.25 20:03
რომეო მიქაუტაძის საქმეზე დამნაშავეთა წრე შესაძლოა, გაიზარდოს - ახალი ფიგურანტები და ახალი მტკიცებულებები

ვინ არიან იმ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომელზეც ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის საქმის პროკურორი საუბრობს? ბრალის წარდგენის შემდეგ ცნობილი გახდა, რას ედავება პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს. ირკვევა, რომ ესპანეთში საცხოვრებელი სახლის შესაძენად მიქაუტაძის ცოლმა ბანკში ნაღდი ფული მიიტანა, ხოლო იმისთვის, რომ თანხის წარმომავლობა დაესაბუთებინა, თვალთმაქცური გარიგება დადო.

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება ვინ არის ის პენსიონერი ქალი, ვისზეც საქართველოს პროკურატურა საუბრობს. ეს 78 წლის მარიამ ქსოვრელია. დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ თითქოს მან გადაუხადა 600 000 ევვრო მიქაუტაძის ცოლს წეროვანში მდებარე კერძო სახლის რეალიზაციის სანაცვლოდ. თუმცა, ირკვევა, რომ წეროვანში სახლი მიქაუტაძეს არ გაუყიდია და გარიგება ფიქტიურია.

პენსიონერი ქსორვრელის ჩვენებას ადვოკატი სადუმლოდ ტოვებს. არადა, წესით, მას უნდა დაედო ხელი რომეო მიქაუტაძისთვის და ეთქვა, რომ არანაირი სახლი მისგან არ შეუძენია. პოროკურატურამ დანაშაულის თანამონაწილედ ეკონომიკის მინისტრისს ყოფილი მოადგილის ცოლი ნინო მიქაუტაძე გამოაცხადა, თუმცა ადვოკატის ინფორმაციით, ის დაკითხული არაა.

ამ მაქინაციის გარდა, პროკურატურა ამტკიცებს, რომ "ოცნების" მაღალჩინოსანი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის და კახა კალაძის ახლო მეგობარი იყო, წლების განმავლობაში გარიგებაში შედიოდა სხვა ბიზნესმენებთანაც.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები