ჰუჯაბის ეპისკოპოსის შესაძლო ლიკვიდაციის საქმე - რატომ არ თანამშრომლობს ჯამდელიანი პროკურატურასთან?
საქართველოს საპატრიარქომ შეაჩერა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის გადაწყვეტილება, რომლითაც ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულად ვიცე გუბერნატორი შინჯიკაშვილი ცნეს, სასჯელად კი 20 წლით ზიარების უფლების ჩამორთმევა დააკისრეს. საპატრიარქო ვითარებაში გარკვევას იწყებს, თუმცა ამის მიუხედავად, მარნეულელი ეპისკოპოსი არ აპირებს პროკურატურისათვის ჩვენების მიცემას.
გიორგი ჯამდელიანის ეს პოზიცა უკვე პასუხია დეკანოზი ილია ჭიღლაძისთვის. სასულიერო პირი ფიქრობს, რომ გიორგი ჯამდელიანი საკუთარ სტატუსს იყენებს და გამოძიებას ემალება, რადგან კარგად იცის, რომ ბრალდებას ვერ დაასაბუთებს.
მეამბოხე ეპისკოპოსის ბედი ახლა საპატრიარტქოს ხელშია. ანალიტიკოსები არ გამორიცხცავენ, რომ შესაძლოა, პასუხისმგებლობა თავად ჰუჯაბელ ეპისკოიპოსს დაეკისროს თუ ის მტკიცებულებებით ვერ დაადასტურებს, რომ მისი მოკლვა იგეგმებოდა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.