როგორ აარიდა თავი სასჯელს შს მინისტრის მამამ - იურისტები "ოცნების" ორმაგ სტანდარტზე მიუთითებენ

შაბათი ეთერში გასული საგამოძიებო რეპორტაჟების შემდეგ იურისტების მართლმსაჯულების ორმაგ სტანდარტზე ალაპარაკდნენ. სახეზეა მძიმე დანაშაულში მხილებული გავლენიანი პირების მინიმალური სახდელით დასჯა, როცა პროევროპული აქციების მონაწილეებს ნივთის დაზიანების გამოც კი წლობით ციხეში უშვებენ.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს "ოცნების" იმ ჩინოვნიკის ვინაობა, ვინც შვილის თანატოლი ძმები სასიკვდილოდ გაიმეტა, თუმცა სასამართლომ 60 ათასი ლარის გირაოს საფუძველზე გაუშვა.
ნუგზარ ქუთათელაძე ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ მოხსნეს. წარსულში პოლიციელი იყო. ქუთათელაძის მსგავსად ქუჩაში მოქალაქის ჩაცხრილვაშია მხილებული მოქმედი შს მინისტრის მამა. შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ 2013 წელს იმ დროინდელმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა მძიმე დანაშაულს თავი ისე დააღწია, რომ ციხეში ერთი დრეც არ გაუტარებია.
დავით გელაძეს სასამართლომ 3 წლიანი პირობიტი მსჯავრი და 15 ათას ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. დრესდღეობით მას ნასამართლეობაც კი მოხსნილი აქვს. არადა, ახალგაზრდა კაცს, რომელსაც დანაშაულში მხილებულმა პოლიციელმა დაჭრილი ქუჩაში დატოვა, ორი ოპერაცია დასჭირდა. დავით გელაძე არ დაუკავებიათ გამოძიებაც 16 დღის დაგვიანებით მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც საქმეზე ოპოზიცია და მედია ახმაურდა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.