საბა ბაღდავაძეს იზოლატორთან მოსამართლე მანუჩარ ცაცუას და დახვდა (ვიდეო)
პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა საბა ბაღდავაძემ იზოლატორი დატოვა. ახალგაზრდას ადგილზე ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები დახვდნენ.
ადგილიდან გავვრცეებული კადრების მიხედვით, რომელსაც ბაღდავაძის მეგობები ავრცელებენ, საბა ბაღდავაძეს იზოლატორთან დახვდა მოსამართლე მანუჩარ ცაცუას და, ელენე ცაცუა.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ საბა ბაღდავაძეს 30-დღიანი პატიმრობა 25 მაისს შეუფარდა.
შსს სამოქალაქო აქტივისტს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, პოლიციელის შეურაცხყოფას, აქციაზე სახის დაფარვას და პიროტექნიკის გამოყენებას ედავებოდა.