ზურაბ ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

23.06.25 10:32
ზურაბ ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების ფაქტზე დღეს, 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე განაჩენი გამოცხადდება.

როგორც ცნობილია, არცერთი მათგანი მათ მიმართ განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება.

პირველი განაჩენი დადგება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ. მისი სხდომა 10:30 საათზეა დანიშნული. 

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმეზე განაჩენი 15:00 საათზე, მისივე თანაგუნდელის, ბადრი ჯაფარიძის საქმეზე კი 17:00 საათზე გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები