მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ზურაბ ჯაფარიძეს პატიმრობა შეუფარდა

23.06.25 10:47
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ზურაბ ჯაფარიძეს პატიმრობა შეუფარდა

განაჩენი ჯაფარიძის საქმეზე-მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის განმარტებით, ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

გადაწყვეტილება მან ცოტა ხნის წინ ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. ჯაფარიძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

ჯაფარიძე პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელსაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე განაჩენი გამოუტანეს.

სასამართლომ შეაფსა, თუ რა სასჯელი შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული, სასამრთლომ ამ შემთხვევაში მიიჩნია, რომ ეს იყო ობიექტური სასჯელი და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება“,- განაცხდა პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმეს- პროკურორი ამბობს, რომ საქმეები არის იდენტური, ერთიდაიგივე მუხლს ეხება და მტკიცებულებებიც არის ერთნაირი. 

სასამართლომ უდნა შეაფასოს ყევლა გარემოება, მათ შორის ბრალდებულთან მიმართებით, პიროვნება, მის მიერ ჩადენილი ქმედება, დამოკიდებულება, შემდგომში ქცევა სასამართლოში და ა.შ. ,- დასძინა მან.

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ჯაფარიძეს ბრალი 16 აპრილს წარუდგინეს. ამავე დღეს, სასამართლომ პოლიტიკოსს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რის გადახდაზეც მან უარი თქვა. 22 მაისს ჯაფარიძეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს.

მსგავსი სიახლეები