აქტივისტები, რომლებსაც ე. წ. ზებრების აქციაზე ავტომობილი დააჯახეს, ეჭვობენ, რომ მძღოლი რომელიმე მაღალჩინოსანთან დაახლოებული პირია

დაზარალებულებმა, რომლებსაც გუშინ, ათონელის რეზიდენციასთან, ე. წ. ზებრების აქციაზე ავტომობილი დააჯახეს, კლინიკა დატოვეს.
მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. მარიამ მეყანწიშვილს ნეკნი აქვს გატეხილი, ხოლო ლიზი უბილავას მუხლი აქვს დაზიანებული.
ისინი „პირველებთან“ საუბარში ამბობენ, რომ ის მუხლი, რომლითაც მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, აბსოლუტურად უსამართლოა, რადგან ეს არ იყო მხოლოდ ძალადობა, ეს იყო ასევე, დაუმორჩილებლობა პოლიციის მიმართ.
ისინი ეჭვობენ, რომ პირი, რომელიც მათ დაეჯახათ ვინმე მაღალჩინოსანთან დაახლოებულია, რადგან მათი თქმით, “მხოლოდ მათ აქვთ დღეს ასეთი ძალაუფლების შეგრძნება.“
გონება დავკარგე რამდენჯერმე, საჭირო გახდა პატრულის და სასწრაფოს გამოძახება, გადამიყვანეს, მენჯი, თეძოს არეში, მაქვს დაჟეჟილობა და მარჯვენა, მეათე ნეკნის მოტეხილობ. შესაძლებელი იყო ამ ადამიანის ადგილზე დაკავება, მაგრამ 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ვინმე მაღალჩინოსნის საახლობლოში მოძრაობს, რადგან მხოლოდ მათ აქვთ დღეს, ესეთი ძალაუფლების შეგრძნება და დაუსჯელობსი სინდრომი. კრიმინალები არიან გარეთ და აქტივისტები არიან დღევანდელი შსს -ს მთავარი და ერთადერთი პრობლემა,-ამბობს აქტივისტი, მარიამ მეყანწიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყეს და დეტალურ ინფორმაცის გამოძიების შემდეგ გაასაჯაროებენ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიების შემდგომ ეტაპზე, მოაგწვდით დეტალურ ინფორმაციას, რა ღონსიძება განხორციელდება,-განაცხადა ალექსანდრე დარახველძემ.
ცნობისთვის, წუხელ, ათონელის რეზიდენციასთან მიმდინარე ე.წ. ზებრების აქციაზე, დემონსტრანტებს ავტომობილი დაეჯახა.
მარიამ მეყანწიშვილი გადაიყვანეს სასწრაფოში, მანამდე გონი დაკარგა ორჯერ. მეორე დაზარალებულიც, ლიზი უბილავა, ამ წუთას წაიყვანა სასწრაფომ. პოლიციამ გვითხრა, რომ განზრახ დაჯახების ფაქტი “გადაცემულიაო” შესაბამის ადგილასო. გამოძიება დაიწყო თუ არა, არ ვიცით”. – წერდა OC Media-ს დირექტორი და ფოტორეპორტიორი, მარიამ ნიკურაძე.