წულუკიანის კომისია გიორგი გახარიას განმეორებით 2 ივლისს დაიბარებს

23.06.25 13:18
წულუკიანის კომისია გიორგი გახარიას განმეორებით 2 ივლისს დაიბარებს

გიორგი გახარიას წულუკიანის კომისია განმეორებით 2 ივლისს დაიბარებს - ამის შესახებ თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხდადა. 

მისი თქმით, შეტყობინება კომისიაზე ხელმეორედ დაბარების შესახებ 16 ივნისს თბილისში, წავკისში პირადად ბატონმა გიოგი გახარიამ ჩაიბარა, მაში წულუკიანის მტკიცებით, გახარიას არავითარი მინიშნება არ გაუკეთებია იმაზე, რომ საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებდა.

მისმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ის რამდენიმე კვირით არის წასული, ბევრი შეხვედრა აქვს და ა.შ., მაგრამ ეს მისი საქმეა, ჩვენი საქმე არის ის, რომ დავიბაროთ. 2 ივლისი უკიდურესი ვადაა" - ამბობს თეა წულუკიანი. 

წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარია მეორედ დღეს, 23 ივნისს იყო დაბარებული, გამოკითხვის თემა ჩორჩანას საგუშაგოს უკავშირდებოდა.

გახარია, პარტიის განცხადებით, საქართველოში არ იმყოფება და კომისიაზე მისვლას ვერ შეძლებდა, თუმცა მზად იყო სხდომაზე დისტანციურად გამოკითხვისთვის.

მსგავსი სიახლეები