ლაგოდეხში 18 წლის მწყემსს სასტიკად სცემეს - დამნაშავე დაკავებული არ არის
უფლებადამცველი, სამირა ბარამოვა წერს, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გაბალში 18 წლის მწყემსს სასტიკად სცემეს.
ბაირამოვას მონაყოლის თანახმად, ბიჭი, რომელიც სეიმურ მუსაევის ფერმაში მუშაობს, ცემის შემდეგ მთაში გააგდეს.
სამოქალაქო აქტივისტი რეანიმაციაში გადაღებულ ვიდეოსაც აქვეყნებს, სადაც ბიჭია მოთავსებული.
სასტიკად ნაცემი 18 წლის ბიჭი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გაბალიდან, მუშაობს მწყემსად სეიმურ მუსაევის ფერმაში. ცემეს და მერე გაგდეს მთაში. შემთხვევით უცხო ადამიანებს დაუნახავთ და წაუყვანიათ სავადმყოფოში.
მდიდარი პატარა ბიჭუნა თავს ცალკე ოლიგარხქად თვლის თუ რა? სეიმურ მუსაევი ჯერ დაკავებული არაა? ალბათ გესმით მსგავსი შემთხვევების დროს ხოლმე მე რა მელოდება, არასდროს ვმალავ რისკის გამოც, არ მინდა ის მშვიდობა, სინდისი და ცხოვრება რომელიც ასეთი სისასტიკეზე თვალს დავხუჭავთ.,-წერს ბაირამოვა.