წამება პოლიციის განყოფილებაში - მესამე სექტორი სავარაუდო დამნაშავეების დაკავებას ითხოვს

23.06.25 20:58
წამება პოლიციის განყოფილებაში - მესამე სექტორი სავარაუდო დამნაშავეების დაკავებას ითხოვს

გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში ალან ყაყიტაშვილზე ანგარიშსწორებას არასამთავრობო ორგანიზაციები წამებად და არაადამიანურ მოპყრობად აფასებენ. მესამე სექტორი თვლის, რომ წამებას უტოლდება პოლიციის შენობაში მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელსა და მის მეგობარ ირაკლი ტატუნაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება, რომელიც ალან ყაყიტაშვილის სიკვდილით დასრულდა. 

მხილებულები არიან პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებიც, სავარაუდოდ, მერიის დაკავებულ თანამშრომლებს სასურველი ჩვენების მიღების მოტივით სცემდნენ. ერთი სანზონის პოლიციის უფროსი, კახა პაპინაშვილია, მეორე კი მისი მოადგილე ლაშა ცხვიტარია. არსებობს რამდენიმე მოწმე, ვინც ადასტურებს, რომ გაიგო ყაყიტაშვილის განწირული ხმა და დაინახა, როგორ გამოიყვანეს კაბინეტიდან ნაცემი ტატუნაშვილი, თუმცა დასჯილი არცერთი პოლიციელი არ არის.

სასამართლო დარბაზში პოლიციის მაღალჩინოსნების დაკავებულების წამებაში მხილების შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო, თუმცა არც პოლიციის უფროსს და არც მის მოადგილეს თანამდებობა არ დაუტოვებიათ. ამავე განყოფილებაში გრძელდება რესტორანში დაწყებული ცემის ფაქტზე გამოძიება, რაც ადვოკატისთვის მიუღებელია. თვლის, რომ ეს განყოფილება ამ საქმეს უნდა ჩამოშორდეს.

რატომ არ ჩამოშორდნენ წამებაში მხილებული პოლიციელები თანამდებობებს? - დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები