ციხე, რომელიც წამების ტოლფასია - მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ფორმა ნომერი 100, რომელიც კლინიკა "ვივა მედმა" გასცა, ადასტურეს, რომ ციხეში მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ჟურნალისტი მარცხენა თვალიდან, პრაქტიკულად, ვეღარ ხედავს, მარჯვენა თვალზე კი მხედველობა 10%-მდე შემცირდა. სათვალით კორექციის შემთხვევაში შეიძლება მხედველობა ერთ თვალში მხოლოდ 40%-ით გაიზარდოს მაშინ, როდესაც დაკავებამდე მზია ამაღლობელს მხედველობა სათვალით 90%-მდე ჰქონდა. სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ მზია ამაღლობელს მარცხენა თვალში გარჩევადობა მხოლოდ სინათლე-სიბნელის დონეზე აქვს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობის პარალელურად, პროკურატურამ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ გიგი ჩხარტიშვილის დასკვნის ამოღება მოითხოვა. პროცესზე მან თქვა, რომ ირაკლი დგებუაძეს დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით გამოიკითხა ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე, რომელმაც დეტალურად გაიხსენა, როგორ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას პოლიციელები აქციის მონაწილეებს 11 იანვრის ღამეს.
მზია ამაღლობელმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო სახელაშვილს მიმართა და უთხრა, რომ მოიქცეს ისე, როგორც სამართლიანობა მოითხოვს. დაპატიმრებული ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ მიუსჯიან იმაზე მეტს, ვიდრე 21 წლის აქტივისტ მათე დევიძეს.
დეტალები ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.