პარლამენტთან ზვიად რატიანი დააკავეს (ვიდეო)

23.06.25 22:53
პარლამენტთან ზვიად რატიანი დააკავეს (ვიდეო)

 

 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვიად რატიანი დააკავეს - ამ დროისთვის უცნობია, რატომ დაადეს პოეტს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხელბორკილები.

განახლება: 

ზვიად რატიანი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული. პოეტს 353 პრიმა მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აქტივისტების მიერ ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ თავდაპირველად მას პოლიციის მსუბუქ ავტომობილში სვამდნენ, თუმცა შემდგომ დაკავების მანქანაში გადაიყვანეს.

ფოტო - "ჯეიმ ნიუსი".

მსგავსი სიახლეები