ზვიად რატიანი სისხლის სამართლის წესით დააკავეს - პოეტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ზვიად რატიანი სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული - შსს პოეტს პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
გეკა გელაძის უწყების განმარტებით, რატიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც მათ შორის პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლის პირველი ნაწილი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადვოკატის თქმით, დაკავებულ პოეტისთვის გამომძებლებს ჯერ ბრალის ოფიციალური დადგენილება არ გაუცვნიათ.
ამ ეტაპზე მას ბრალი არ წარდგენია. არ გადმოგვცემია ჯერ სისხლის სამართლის საქმის მასალები. მას შემდეგ რაც მასალებს გავეცნობით, გვექნება პოზიცია. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. დაკავების შემდეგ საკმაო ხანი ვეძებდით, ერთი საათის განმავლობაში. როგორც თავად განმარტავს, შესაბამისი პროცედურები ხორციელდებოდა მის მიმართ, ამბობს, რომ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან", - განაცხადა ადვოკატმა.
რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.