სახაზინო ადვოკატებზე უარს ვაცხადებთ - ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლე გალუსტაშვილს
სინდისის პატიმრების სახაზინო ადვოკატის დანიშვნაზე უარს აცხადებენ - ამის შესახებ დღეს როგორც ანდრო ჭიჭინაძემ, ისე სხვა პატიმრებმა ერთხმად უთხრეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.
ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლეს განუმარტა, რომ აბსოლუტურად ენდობა მის უფლებადამცველს და სხვა პირის საქმეში ჩართვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
სახაზინო ადვოკატებზე არ ვართ არცერთი თანახმა და უარს ვაცხადებთ, ნებისმიერი სხვა ადამიანის ჩართვაზე, იმიტომ, რომ ჩვენ აბსოლუტურად ვენდობით ამ ადამიანებს და სასამართლოს შეუძლია გადაანაწილოს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამბობთ ივნისში 12 საათამდეც რომ დაგვჭირდეს, გავჩერდებითო, აგვისტო რისთვის არის, აგვისტოში რა ხდება? "- უთხრა ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლეს.
ხვალიდან სინდისის პატიმრებს სახაზინო ადვოკატები დაიცავენ. გადაწყვეტილება დღეს პროტესტის მიუხედაავდ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მაინც მიიღო დ სახაზინო ადვოკატებს 16 ტომიანი საქმის გასაცნობად 1 დღიანი ვადა განუსაზღვრა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ არც ბრალდებულები და არც მათი ადვოკატები. გალუსტაშვილმა შემდეგი სხდომა 26 ივნისს 13 საათზე ჩანიშნა.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს