TI: რაჟდენ კუპრაშვილი იტყუება, როცა ამბობს, რომ ბენეფიციარების პერსონალურ ინფორმაციას არ გვთხოვს

24.06.25 15:46
TI: რაჟდენ კუპრაშვილი იტყუება, როცა ამბობს, რომ ბენეფიციარების პერსონალურ ინფორმაციას არ გვთხოვს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებით, ატიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ბენეფიციარების პერსონალურ ინფორმაციას არ სთხოვს. ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელში წერს და დოკუმენტის სქრინს აქვეყნებს.

ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი იტყუება, როცა ამბობს, რომ ბენეფიციარების პერსონალურ ინფორმაციას არ გვთხოვს.

დოკუმენტში წერია, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ბენეფიციართა პერსონალურ ინფორმაციას გვთხოვენ," - წერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". 

ცნობისთვის, 17 ივნისს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, 5 უფლებადამცველ ორგანიზაციას სასამართლოს ბრძანებები გადაეცათ. მესამე სექტორმა სასამართლოს განჩინების ნაწილი გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს აინტერესებს გაიგოს, ვის და რატომ დაეხმარნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები. 

სასამართლოს განჩინება არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, ბენეფიციარების და აქტივობებში ჩართული პირების სახელსა და გვარს, პირად ნომრებსა და აქტივობების ამსახველ ვიდეო-ფოტო მასალების გადაცემას.

ამის საპირწონედ, მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აპირებენ სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, „თუნდაც ამ გადაწყვეტილებას მათი დაპატიმრება მოჰყვეს“.
 

მსგავსი სიახლეები