ადვოკატი ამბობს, რომ ფეისბუქკომენტარის გამო, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 2 500 ლარით დააჯარიმეს
ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ფეისბუქში კონკრეტულ პოსტზე გაკეთებული კომენტარის გამო, 2500 ლარით დააჯარიმეს.
მისი თქმით, საუბარია შსს-ს წარმომადგენელ თამთა ქიმბარიშვილის მიმართ გაკეთებულ კომენტარზე, რომელიც სასამართლოში სამინისტროს ინტერესებს იცავს.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ქალბატონი, სოციალურ ქსელში, კონკრეტულ პოსტზე გაკეთებული კომენტარის გამო 2 500 ლარით დააჯარიმა. (არ მოგესმათ, კი კომენტარის გამო).
აღნიშნული კომენტარი ეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ თამთა ქიმბარიშვილს, რომელიც სასამართლოში იცავს სამინისტროს ინტერესებს. შსს-ს და სასამართლოს პოზიციით "ფეისბუქზე" გაკეთებული უხამსი კომენტარი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურის შეურაცხყოფას და შესაბამისად სამართალდარღვევას.
გამოხატვის თავისუფლება changed it's name to gauqmebulia gauqmebulia,- წერს ჩხეიძე.