სასამართლო პროცესები მედიისთვის იხურება - რა ახალ კანონებს იღებს "ოცნება"

24.06.25 20:45
სასამართლო პროცესები მედიისთვის იხურება - რა ახალ კანონებს იღებს "ოცნება"

"ქართული ოცნება" კანონს ცვლის და სატელევიზიო კამერებისთვის დარბაზებს ხურავს. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება სატელევიზიო ეთერით ვეღარ მოისმენს ერც მოწმე პოლიციელების ჩვენებებს და ვერც განსასჯელის სკამიდან მხილების სერიას.

სასამართლოს ნებართვის გარეშე სხდომაზე მისული პირი ვერ შეიტანს დარბაზში ვერც ტელეფონს, ვერც ლეპტოპს და ვერანაირ მოწყობილობას, რომელსაც ვიდეოს, ფოტოს ან აუდიოს ჩაწერის ფუნქცია ექნება. ჟურნალისტებს მხოლოდ კალამი და ფურცელი ექნება, რომ მოსმენილი მოინიშნოს. კამერები აღარ იმუშავებს სასამართლოს დერეფნებში და სასამართლოს ეზოშიც.

"ქართული ოცნება" არ მალავს, რომ არ მოსწონს, როგორ შუქდება პროცესები, ის საქმეები, რაზეც საზოგადოების მაღალი ინტერესია. "ოცნებამ" დღეს აღიარა, რომ გადაღების შეზღუდვის მოტივის უკან საქმეების გაშუქება და ელჩების და საელჩოების წარმომადგენლების პროცესებზე მისვლაა.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები