ჩინოვნიკი, რომელმაც 27 წლის ბიჭს ესროლა, შაბათის ეთერის გამოძიების შემდეგ ციხეში გაუშვეს

ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, ნუგზარ ქუთათელაძეს მეორე ინსტანციამ სამოცი ათას ლარიანი გირაო პატიმრობით შაბათის ეთერში გასული საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ შეუცვალა. დგინდება, რომ ყოფილმა პოლიციელმა შვილის თანატოლს, ანგარიშსწორების მოტივით, მაღაზიაში მიაკითხა, 27 წლის ნიკოლოზ ფრანგიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და სასიკვდილოდ იმეტებდა.
მოიტყუა თუ არა დაკავებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასამართლოში ფიცის ქვეშ? გამომძიებელ ჟურნალისტებთან დაზარალებული ნიკოლოზ ფრანგიშვილის დედა გასულ შაბათს პირდაპირ ამბობდა, რომ ქუთათელაძესა და მის შვილს შორის დაპირისპირება წარსულში ნამდვილად იყო, ბოლოს კი ამ კონფლიქტში ჩაერთო ყოფილი ძალოვანიც, რომელმაც ძმებ ფრანგიშვილებს ხილ-ბოსტნის მაღაზიაში მიაკითხა და მათ მოკვლას ცდილობა.
ბრალდებული სხდომათა დარბაზში ამტკიცებდა, რომ გასროლა შემთხვევით მოხდა, იმ დროს, როცა ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო, თუმცა საპირისპიროს ამბობს ფრანგიშვილის დედა სოფია ერგემლიძე. ქალი ამტკიცებს, რომ ყოფილმა პოლიციელმა ჯერ ერთი ძმა დაჭრა, შემდეგ კი მეორეს იარაღი დაუმიზნა, რა დროსაც იარაღმა გაუჭედა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.