უწყვეტი პროტესტის 209-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

24.06.25 22:54
უწყვეტი პროტესტის 209-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

უწყვეტი პროტესტის 209-ე დღე-საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

პარლამენტის წინ შესრულდა მუსიკალური პერფორმანსი, სადაც პატიმრების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ხელისგულებზე დაკავებულების სახელები და გვარები ეწერათ.